სასწავლო პროექტი



 ”კომპიუტერი”



პროექტის მთავარი თემა 1-2 წინადადებით:  პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები გაიგებენ,  თუ რას ნიშნავს კომპიტერი? რა დანიშნულება აქვს კომპიუტერს თანამედროვე ცხოვრებაში. რამდენი სახის კომპიუტერი არსებობს და როდის შეიქმნა პირველი კომპიუტერი.

პროექტის აქტუალობა:  ჯგუფთან ერთად საკომუნიკაციო ამოცანის დაგეგმა, მომზადება და გადაჭრა. ახალი ინფორმაციების ძიება.

პროექტის მიზნები:  სხვადასხვა სახის ისტ საშუალების შერჩევა და გამოყენება. ინოფორმაციის მოძიება და კვლევა. კომპიუტერის და სხვა ისტ საშუალების გამოყენებისას ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს დაცვა.
კომპიუტერის გამოყენება  ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში:  ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეცნიერებაში, ჯანდაცვაში, ბიზნესში, სოციალურ სფეროებში, ხელოვნებასა და კულტურაში.

მონაწილეთა ასაკი: 10-11წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 5 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: აცნობიერებს კომპიუტერის განვითარების ისტორიას და კომპიუტერის როლს ყოველდღიურ ცხოვრებაში. აცნობიერებს ქსელში და ინტერნეტ გარემოში ზოგიერთი მასალის ნახვასთან და გადმოწერასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. აცნობიერებს კომპიუტერში მონაცემთა შენახვის იერარქიას და ეფექტიანად იყენებს ამ სტრუქტურას.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 
აქტივობა1. თემის გაცნობა.
აქტივობა2. საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება. (პროექტის მონაწილე მოსწავლეებს გავყოფ ორ ჯგუფად)
ატივობა 3. პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფში. (I-ჯგუფი იწყებს ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტში კომპიუტერის შექმნის შესახებ. II ჯგუფი არკვევს თუ რა დანიშნულება აქვს კომპიუტერს ყოველდღიურ ცხოვრებაში.)
აქტივობა4. მოვალეობების გადანაწილება ჯგუფში; ვინ, რას და როდის აკეთებს?
აქტივობა5. პროდუქტის მომზადება. (ხდება ინფორმაციის გაცვლა  და შეჯამება ჯგუფებს შორის.)
აქტივობა6. ელექტრონული პრეზენტაცია. (მოძიებული მასალის საფუძველზე  აკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციას კომპიუტერში.)
აქტივობა 7. შემაჯამებელი შეფასება. (ინფორმაციის მოძიება და პრეზენტაცია.)

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ-ი

ის ტექნ. V. 5. სხვადასხვა სახის ისტ საშუალებების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისა და კვლევის პროცესში.


შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
  • ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში (მაგალითად მონაცემთა ბაზა, ინტერნეტი, ფაილების სისტემა, ფაილი) ძიებისას შეარჩევს და იყენებს შესაბამის ისტ საშუალებებს. 
  • ინფრომაციისა და ციფრული მასალის ძიებისას იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს (მაგალითად: შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება, ეფექტიანად იყენებს საძიებო სისტემის ინტერფეისს);
  • ინფორმაციის სანდოობის დასადგენად, ადარებს სხვადასხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას;
  • იყენებს ისტის საშუალებებს იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
  • ახდენს მოძიებული ციფრული მასალისა და ინფორმაციის ინტერპრეტაციას და აფასებს ამ მასალას გამოყენებადობის, სანდოობის, ადეკვატურობისა და სიზუსტის თვალსაზრისით;
  • უთითებს ინფორმაციისა და ციფრული მასალის წყაროებს და ავტორს.


ის ტექ. V . 6. სხვადასხვა სახის ისტ საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის. 
შედეგი მიღწეულია თუ მოსწავლე:
  • იყენებს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის შესაქმნელი საშალების შესაძლებლობებს, ციფრული მასალის საკომუნიკაციო ხარისხის გასაუმჯობესებლად (მაგალითად ტექსტურ რედაქტორში ასოების ზომების, სტილისა და ფერის შერჩევა, ტექსტის ენობრივი გამართულობა).
  • იცავს საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს. 


პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  მანანა ნაკაიძე.

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:                manananakaidze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий